თუ ერთხელ მაინც გიფიქრია, რომ საკუთარი ვებგვერდის შექმნა გინდა, მაშინ, დარწმუნებული ვარ, ვორდპრესის შესახებ უკვე იცი.
ეს არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პლატფორმა საიტების აწყობისთვის. წარმოიდგინე, ინტერნეტში არსებული ყველა ვებ-გვერდის 40%-ზე მეტი სწორედ ვორდპრესს იყენებს.
თავად ეს ფაქტი ბევრს ამბობს მის სანდოობასა და შესაძლებლობებზე.
რა არის ვორდპრესი?
ვორდპრესი არის ღია კოდის (ანუ ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასო) კონტენტის მართვის სისტემა სისტემა (CMS), რომელიც PHP (პროგრამირების ენა) და MySQL (მონაცემთა ბაზა) ტექნოლოგიებზე მუშაობს.
მისი ისტორია 2003 წლიდან იწყება, მაიკ ლიტლმა და მეთ მალენვეგმა შექმნეს პლატფორმა, სადაც ყველას შეეძლო მარტივად გაეზიარებინა საკუთარი ამბები ან დაეწყო ბლოგის წარმოება. დროთა განმავლობაში ვორდპრესი განვითარდა და დღეს შეგიძლია მის ბაზაზე ააწყო პირადი ბლოგიც დიდი კომპანიის საიტიც.
რატომ არის ვორდპრესზე საიტის აწყობა ასეთი მარტივი?
ვორდპრესის ასეთი პოპულარობა სწორედ მისი სიმარტივის დამსახურებაა. თუ კოდირება არ იცი, შეგიძლია უბრალოდ მზა დიზაინი (“თემა”) აირჩიო, დაამატო საჭირო ფუნქციები (“პლაგინები”) და შენი საიტი უკვე მზადაა.
აქვს ძალიან მოსახერხებელი ინტერფეისი. შეგიძლია ტექსტის, სურათების და სხვა კონტენტის დამატება ისე, რომ კოდს საერთოდ არ შეეხო.
რა განსხვავებაა ვორპრესზე აწყობილ საიტებსა და ჩვეულებრივ კოდით დაწერილ საიტებს შორის?
WordPress საიტების აწყობა რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა:
- შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს ძალიან მარტივად დაამატო ახალი ფუნქციები, ათასობით უფასო ან ფასიანი პლაგინის საშუალებით (პლაგინი არის დამატებითი ფუნქცია, მაგალითად, ჩატის ან ონლაინ ვაჭრობის ფუნქცია საიტზე).
- ვორდპრესი თავისი სტრუქტურით, ისეა აგებული, რომ საძიებო სისტემებისთვის მეგობრულია. ამასთან, შეგიძლია გამოიყენო სპეციალური პლაგინები, რათა შენი საიტი უფრო მარტივად იპოვონ.
- ვორდპრესი არ წყვეტს ტექნიკური განახლებებს, განსაკუთრებით, ბოლო წლებში. მაგალითად, WordPress 6.3 ვერსიაში სურათების ჩატვირთვა 21%-ით დაჩქარდა, ეს ნიშნავს, რომ შენი საიტი უფრო სწრაფად იმუშავებს.
რატომ არის ვორდპრესზე აწყობილი საიტის შექმნა უფრო იაფი?
ბევრი ინტერესდება, რა ღირს საიტის დამზადება. ფასები ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა რაც ზუსტად ვიცით ისაა, რომ ვორდპრესზე აწყობილი საიტი ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომია.
- პირველ რიგში, თავად პლატფორმა უფასოა, მხოლოდ ჰოსტინგისა და დომენის ხარჯები უნდა გაითვალისინო.
- შეგიძლია გამოიყენო ათასობით უფასო დიზაინი ან შეიძინო პრემიუმ-თემა დაბალ ფასად.
- ბევრი საჭირო ფუნქცია უფასოდაა ხელმისაწვდომი.
- საიტის განახლება და მართვა კი შეგიძლია დამოუკიდებლადაც.
SEO-ს უპირატესობები
SEO ოპტიმიზაცია (“საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაცია”) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია საიტის წარმატებისთვის. სწორედ ის განსაზღვრავს, რამდენად მარტივად იპოვიან მომხმარებლები შენს გვერდს გუგლში ან სხვა საძიებო სისტემებში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვორდპრესის სტრუქტურა SEO-მეგობრულია და შეგიძლია გამოიყენო სპეციალური პლაგინებიც, მაგალითად, Yoast SEO ან RankMath რომლებიც დაგეხმარება შემდეგში:
- სათაურებისა და აღწერების ოპტიმიზაციაში (“სათაური” არის გვერდის სახელი, “აღწერა” მოკლე ტექსტი, რომელიც საძიებო სისტემაში ჩანს);
- საკვანძო სიტყვების სწორად ინტეგრირებაში (“საკვანძო სიტყვა” არის სიტყვა ან ფრაზა, რომლითაც გინდა, რომ მომხმარებელმა გიპოვოს);
- საიტის სიჩქარის გაუმჯობესებაში;
- შიდა და გარე ბმულების მართვაში;
გარდა ამისა, ვორდპრესზე ძალიან მარტივად შეგიძლია დააკავშირო Google Analytics (საიტის სტატისტიკის ნახვის ინსტრუმენტი) და Search Console (გუგლის ინსტრუმენტი საიტის მონიტორინგისთვის).
ტექნიკური სიახლეები - საიტის აწყობა ვორდპრესზე
ვორდპრესის პლატფორმა მუდმივად ვითარდება. მაგალითად, WordPress 6.5 ვერსიაში თარგმნის სისტემა 23%-ით უფრო სწრაფი გახდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინც არა ინგლისურენოვან კონტენქტს ვქმნით. ასევე, ბლოკ-რედაქტორი (ბლოკ-რედაქტორი არის ტექსტისა და კონტენტის მარტივად ჩასასმელი ინსტრუმენტი) ახლა ბევრად სწრაფად მუშაობს, რაც კონტენტის დამატებასა და რედაქტირებას ამარტივებს.
WordPress 6.5-ში დაემატა Interactivity API (“ინტერაქტიულობის პროგრამული ინტერფეისი”), რომელიც საშუალებას გაძლევს საიტზე უფრო საინტერესო და ცოცხალი ელემენტები დაამატო: მაგალითად, ანიმაციები ან მომხმარებელთან ინტერაქცია. ეს კი საიტის მუშაობასაც აჩქარებს და მომხმარებლის გამოცდილებასაც აუმჯობესებს.
ვინ შეიძლება გამოიყენოს საიტის აწყობისთვის ვორდპრესის პლატფორმა?
თუ გინდა საიტი, რომელიც იქნება მოქნილი, მარტივი, ხელმისაწვდომი და მუდმივად განახლებადი, ვორდპრესი ნამდვილად საუკეთესო არჩევანია. არ აქვს მნიშვნელობა, პატარა ბიზნესს იწყებ თუ დიდ კომპანიას წარმოადგენ, ამ პლატფორმას აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შენი პირადი თუ ბიზნეს ონლაინ სივრცე წარმატებული და ეფექტიანი იყოს.
- მაგალითად, თუ გაქვს მცირე ბიზნესისი, მარტივი ონლაინ-კატალოგის ან მაღაზიის გასაკეთებლად WooCommerce იდეალურია.
- ან ხარ ბლოგერი/კონტენტ კრეატორი, ადვილად მართავ ტექსტს, სურათებსა და ვიდეოებს.
- დიდი კომპანიებისთვისაც არსებობს enterprise-ის დონეზე მორგებული გადაწყვეტილებები.
ვებსაიტის დამზადების სერვისი LinkUp-ში
საიტის დამზადება , მათ შორის, ვორდპრესის ბაზაზე, შეგვიძლია LinkUp-ში. თუ გინდა, რომ შენი ვებსაიტი იყოს პროფესიონალური, ფუნქციური, ტექნიკურად გამართული და მომხმარებელზე მორგებული, მაშინ ჩვენი სერვისი სწორედ შენთვისაა.
მუშაობას ვიწყებთ შენი ბრენდის ღირებულებების, მიზნებსა და აუდიტორიის ანალიზით. რაც მთავარია, ვებ-გვერდი იქნება SEO-ოპტიმიზირებული, რათა უპირატესობა მოიპოვოთ საძიებო სისტემებში.
ლინქაფის სერვისი მოიცავს ყველაფერს: დიზაინს, კონტენტს, მობილურ ოპტიმიზაციასა და ვებ-გვერდის სრულფასოვან ფუნქციონირებას.
ამ პროცესში გექნება სრული წვდომა მართვის პანელზე, მიიღებ დეტალურ ინსტრუქციებს და საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგს. თუმცა, შეგვიძლია საიტის მართვასაც სრულად მივხედოთ.
LinkUp დაგეხმარება, რომ შენი ვებ-გვერდი იყოს ვიზუალურად ეფექტური, მოქნილი და მუდმივად განახლებადი.