ბრენდის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერ ემოციურ კავშირს შექმნის მომხმარებელთან. დღეს ამ დაუწერელ, თუ მრავალჯერ დაწერილ კანონზე ყველა მარკეტოლოგი ვთანხმდებით.
ამ პროცესის გარშემო ორი ფუნდამენტური ცნება გვხვდება, ესენია ბრენდინგი და ბრედბუქი. ორივეს თავისი როლი და დანიშნულება აქვს, რომელსაც ამ სტატიაში მოგიყვებით.
რას ნიშნავს ბრენდინგი?
ბრენდინგი არის სტრატეგიული პროცესი, რომლის საშუალებითაც კომპანია მომხმარებლის ცნობიერებაში კონკრეტული მნიშვნელობით, ღირებულებებითა და იდენტობით ყალიბდება.
The Branding Journal-ის განმარტებით, ბრენდინგი არის “პროცესი, რომლის საშუალებითაც ორგანიზაცია, პროდუქტი ან სერვისი ბრენდის შექმნისა და ფორმირების გზით, გარკვეულ მნიშვნელობას იძენს მომხმარებლის თვალში”.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრენდინგი ქმნის ნარატივს თქვენი კომპანიის გარშემო, განსაზღვრავს, რას წარმოადგენს თქვენი ბრენდი, რა ღირებულებებს ატარებს და როგორ უნდა აღიქვას იგი საზოგადოებამ.
Ramotion-ის მიხედვით, ბრენდინგი მოიცავს კომპანიის პიროვნებისა და ღირებულებების გადმოცემას ყველა საკომუნიკაციო არხით. Shopify კი ხაზს უსვამს, რომ ბრენდინგი ნიშნავს დადებითი აღქმის შექმნას – ლოგოს, ფერების, მესიჯებისა და სალაპარაკო ტონის საშუალებით.
მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ბრენდი, საბოლოოდ, იდეების, გრძნობებისა და გამოცდილებების მთლიანობაა, რომელიც მომხმარებელთა ცნობიერებაში პროდუქტთან ურთიერთობის შედეგად ყალიბდება. ბრენდინგი კი ის სტრატეგიაა, რომელიც ამ აღქმის ფორმირებას უზრუნველყოფს და მას ერთი მხრივ, მიმართულებას აძლევს, მეორე მხრივ კი თანმიმდევრულობას ანიჭებს.
რა არის ბრენდბუქი და როგორია მისი სტრუქტურა?
თუ ბრენდინგი არის სტრატეგია, ბრენდბუქი (ან brand guidelines) მისი პრაქტიკულ განხორციელების ინსტრუმენტია.
ბრენდბუქი არის დეტალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს კონკრეტულ წესებსა და სტანდარტებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ბრენდის ვიზუალი და ვერბალური ელემენტები სხვადასხვა კონტექსტში.
ბრენდბუქის ძირითადი კომპონენტები.
თანამედროვე ბრენდბუქი, როგორც წესი, მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
- ლოგოს გამოყენების წესები:
- აქ განსაზღვრულია ლოგოს ყველა ვარიაცია (ძირითადი, ალტერნატიული, მონოქრომატული),
- მისი გამოყენების მეთოდები;
- მინიმალური ზომა და აკრძალვები (ანუ რისი გამოყენება არ შეიძლება ლოგოში).
- ფერების პალიტრა
აქ განსაზღვრულია ძირითადი და დამხმარე ფერები დეტალური კოდებით (HEX, RGB, CMYK, Pantone), რათა უზრუნველყოფილი იყოს ფერების ზუსტი რეპროდუქცია ნებისმიერ მედიაში.
- ტიპოგრაფია
აქ განსაზღვრულია ძირითადი და დამატებითი ფონტები, მათი გამოყენების კონტექსტები, ზომები, სტილები და ინტერვალები სხვადასხვა სახის კომუნიკაციისთვის.
- ვიზუალური სტილი
აერთიანებს გრაფიკული ელემენტებს, ილუსტრაციების სტილს, იკონოგრაფიას, ფოტოგრაფიის მიდგომა (განათება, ფერული ტონალობა, კომპოზიცია).
- Tone of Voice
ეს ნიშნავს სალაპარაკო ტონისა და ვერბალური სტილის გაიდლაინებს, ანუ როგორ “საუბრობს” ბრენდი თავის აუდიტორიასთან, რა სიტყვებსა და გამონათქვამებს იყენებს ან გამორიცხავს.
- გამოყენების მაგალითები
აქ განვსაზღვრავთ, როგორია ბრენდის იდენტობა რეალურ გარემოში: სოციალური მედიის პოსტებში, პრეზენტაციებიში, შეფუთვებში.
- Dos & Don’ts სექცია
კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რა არის დასაშვები და რა არ შეიძლება (მაგალითად, ლოგოს მთავარი აიქონის შეცვლა, არასწორი ფერების კომბინაცია).
იცოდი, რომ Digital Silk-ის კვლევის თანახმად, ვიზუალური თანმიმდევრულობა ბრენდის შემოსავალს საშუალოდ 23%-ით ზრდის?
რატომ არის მნიშვნელოვანი თანმიმდევრულობა
ბრენდის იდენტობა ყალიბდება თანმიმდევრული კომუნიკაციის შედეგად. როდესაც მომხმარებელი ხედავს ერთნაირ ვიზუალურ სტილს, იმავე ტონალობას და მესიჯს ყველა საკომუნიკაციო პლატფორმაზე – ვებგვერდზე, სოციალურ მედიაში, რეკლამაში თუ შეფუთვაზე, მას უყალიბდება მკაფიო და ძლიერი შთაბეჭდილება ბრენდის შესახებ.
Adobe-ს მიხედვით, ბრენდის თანმიმდევრული კომუნიკაცია მნიშვნელოვნად ზრდის ბრენდის ცნობადობას, აძლიერებს მომხმარებელთა ნდობას და საბოლოო ჯამში აისახება გაყიდვების მაჩვენებლებზე.
თუმცა, თანმიმდევრულობა არ ნიშნავს სტატიკურობას. წარმატებული ბრენდები ახალ ტენდენციებთან ადაპტირდებიან და ხშირად ანახლებენ ბრენდის ვიზუალს თუ სალაპარაკო ტონს, თუმცა ამას ფრთხილად, იდენტობის ძირითადი ელემენტების შენარჩუნებით ახერხებენ.
ამ მიდგომით, ბრენდი რჩება აქტუალური, მაგრამ მისი ცნობადობა არ იკლებს.
წარმატებული ბრენდების მაგალითები
განვიხილოთ ბრენდები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებენ ძლიერ იდენტობას:
Nike წარმოუდგენელია Nike swoosh-ის და ლეგენდარული “Just Do It” სლოგანის გარეშე. ნაიკი, ფაქტობრივად, მაგალითია იმისა, თუ რა ძალა აქვს სიტყვას მარკეტინგში. ბრენდის ენერგიული, მოტივაციური ტონი და მინიმალისტური, მაგრამ ძლიერი ვიზუალური სტილი მყისიერ ასოციაცის ქმნის ბრენდთან.
Apple
მინიმალიზმი, სისუფთავე და ელეგანტურობა. Apple-ის ვიზუალური იდენტობა ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა, მაგრამ მისი ძირითადი პრინციპები – სიმარტივე და ელეგანტურობა უცვლელი დარჩა.
Lego
ნათელმა ფერებმა, საბავშვო დიზაინმა და მკაფიო ვიზუალმა LEGO ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ბრენდად აქცია მსოფლიოში. მათი შეფუთვა, რეკლამა და პროდუქტები ყოველთვის ერთმანეთს ეხმიანება.
ეს კომპანიები აჩვენებენ, რომ თანმიმდევრულობა არ ნიშნავს სტაგნაციას, ისინი ვითარდებიან, ახალი პროდუქტებისა და კამპანიების მეშვეობით, მაგრამ არასოდეს კარგავენ თავიანთ ძირითად იდენტობას.
როგორ შევქმნათ ბრენდბუქი მცირე ბიზნესისთვის
ახლა გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე და განვიხილოთ, როგორ შევქმნათ ბრენდბუქი მცირე ბიზნესისთვის:
ბრენდის იდენტობის განსაზღვრა
დასაწყისისთვის უპასუხეთ ფუნდამენტურ კითხვებს:
რა ღირებულებებს ატარებს შენი ბიზნესი?
ვინ არის სამიზნე აუდიტორია?
რა მესიჯი გსურს მიაწოდო მომხმარებელს?
ეს არის კითხვები , რომლებიც მთელი ბრენდინგის საფუძველს წარმოადგენს.
ვიზუალური ელემენტების შექმნა
შეიმუშავე მარტივი, მაგრამ დასამახსოვრებელი ლოგო, აირჩიე ფერების პალიტრა (2-3 ძირითადი ფერი) და განსაზღვრე ფონტები, რომლებიც ადვილად იკითხება როგორც ციფრულ, ისე ბეჭდურ მედიაში.
საკომუნიკაციო ტონის დადგენა
როგორ ესაუბრება ბრენდი მომხმარებლებს? ოფიციალურად თუ მეგობრულად, სერიოზულად თუ იუმორით. სალაპარაკო ტონის დადგენა განსაზღვრავს ყველა ტექსტური შინაარსის სტილს, საიტიდან – სოციალურ მედიამდე. საკომუნიკაციო ტონის დადგენაში დაგეხმარება ბრენდის არქეტიპის განსაზღვრაც.
ბრენდბუქის დოკუმენტირება
შექმენი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს: ლოგოს ყველა ვარიანტს, ფერების კოდებს, ფონტებს, გამოყენების მაგალითებსა და შეცდომების (Don’ts) ვარიაციებს.
გაითვალისწინე, ბრენდბუქი უნდა იყოს მკაფიო და ადვილად გამოსაყენებელი.
გავრცელება და განახლება
წარადგინე ბრენდბუქი გუნდთან, პარტნიორებსა და კონტრაქტორებთან (დიზაინერები, სააგენტოები). დროდადრო განაახლე დოკუმენტი, მაგრამ შეინარჩუნე ძირითადი იდენტობა.
ბრენდბუქის შექმნა LinkUp-ში
ბრენდინგი განსაზღვრავს სტრატეგიას და მიმართულებას, ბრენდბუქი კი უზრუნველყოფს მის თანმიმდევრულ განხორციელებას. მცირე ბიზნესისთვისაც კი, ბრენდინგი და ბრენდბუქი მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს, რომელიც აძლიერებს ცნობადობას, ნდობას და, საბოლოო ჯამში, ბიზნესის შედეგებს.
LinkUp-ში ვქმნით ვიზუალური ბრენდბუქს (ლოგო, ფერები, ფონტები, ვიზუალური შაბლონები და ა.შ), ასევე შეგვიძლია გავსაზღვროთ შინაარსობრივი (მისია, ხედვა, მიზნები, არქეტიპი და ა.შ) მიმართულებაც.
თუ გინდა შექმნა შენი ბრენდის სტილი გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის დახმარებით, მოგვწერე ფეისბუქზე.
იხილეთ ჩვენი ნამუშევარი თბილსტოუნ 2020-ისთვის:
გადადი ლინკზე