ვებსაიტის დამზადება

ზოგადი ინფორმაცია ვებსაიტის შექმნაზე

ვებსაიტის დამზადების სერვისი მოიცავს ვებსაიტის შექმნას ნულიდან — პროცესს, რომელიც იწყება ბრენდის ღირებულებების, მიზნების და აუდიტორიის სრულყოფილი გაგებით. ჩვენ ვქმნით ვიზუალურად მიმზიდველ და ტექნიკურად გამართულ ვებსაიტს, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციური და მომხმარებელზე მორგებულია, არამედ თქვენს ბიზნესს ციფრულ სივრცეში გამორჩეულ პოზიციას ანიჭებს. ამ პროცესში მხოლოდ დიზაინით არ შემოვიფარგლებით — ტექსტებსაც ჩვენ ვამზადებთ, რათა თქვენი საიტი ბოლომდე გამოხატავდეს ბრენდის ხასიათს.

2 2000x1335 copy

ვებსაიტის დამზადების სერვისის ბენეფიტები

ფუნქციური და თანამედროვე ვებსაიტი თქვენი ბრენდის ციფრული სახეა, რომელიც 24/7-ზე მუშაობს და მომხმარებლებთან უწყვეტ კავშირს უზრუნველყოფს. ტექნიკურად გამართული და სწორად სტრუქტურირებული საიტი ზრდის კონვერსიის მაჩვენებელს, რაც პირდაპირ აისახება გაყიდვებზე. ამავდროულად, საიტის SEO-სტანდარტებთან შესაბამისობა გეხმარებათ Google-ის საძიებო სისტემაში უკეთესი პოზიციების დაკავებაში და უფრო მეტ ორგანულ ტრეფიკში.

როდის არის საჭირო საიტის დამზადება?

ვებსაიტის დამზადება აუცილებელია მაშინ, როცა გაქვთ მოძველებული ვებგვერდი, რომელიც აღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ის იდეალური გადაწყვეტილებაა ონლაინ გაყიდვების დასაწყებად ან მაშინ, როცა გსურთ, რომ თქვენი პროდუქტები და სერვისები ერთ სრულყოფილ სივრცეში იყოს წარმოდგენილი, ეფექტურად და მომხმარებელზე მორგებულად.

 დიზაინის დაგეგმვა, ტექნიკური განხორციელება, მობილური ოპტიმიზაცია, ძირითადი SEO და ვებსაიტის გაშვება.

 საიტის სირთულიდან გამომდინარე – 3-დან 6 კვირამდე.

 გაწვდით ადმინისტრაციის წვდომას, ინსტრუქციებს და სურვილის შემთხვევაში ტრენინგსაც ჩაგიტარებთ, ან ჩვენვე ჩავიბარებთ მის მართვას.

 დიახ, ვამზადებთ როგორც კორპორატიულ, ისე სრულფასოვან e-commerce საიტებს.