ქოფირაითინგი

ზოგადი ინფორმაცია ქოფირაითინგზე

ქოფირაითინგი არის მარკეტინგული კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი — ეს არის ტექსტების შექმნა, რომლებიც არა მხოლოდ ინფორმაციას აწვდიან მომხმარებელს, არამედ მას კონკრეტული ქმედებისკენ უბიძგებენ. ჩვენ ვწერთ ტექსტებს სხვადასხვა არხისთვის: სოციალური მედიის პოსტებისთვის, ვებსაიტებისთვის, ბლოგებისთვის, სარეკლამო კამპანიებისთვის, სცენარებისთვის და სხვა საჭიროებების შესაბამისად. ყველა ტექსტი მორგებულია ბრენდის ტონზე, აუდიტორიაზე და მიზანზე.

11 2000x1335 copy

UX/UI ქოფირაითინგი სერვისის ბენეფიტები

პროფესიონალურად დაწერილი ტექსტი პირდაპირ ზემოქმედებს გაყიდვებზე და აუდიტორიის ქცევაზე — ზრდის კონვერსიას და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას. ამასთან, სწორი საკომუნიკაციო ტონის შერჩევა ბრენდის ხმის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, რაც საშუალებას გაძლევთ კონკურენტების ფონზე გამორჩეულად და თანმიმდევრულად წარადგინოთ თავი. თუ ტექსტი ძიებისთვის არის საჭირო, ჩვენ ვქმნით SEO-მეგობრულ ბლოგებსა და კონტენტს, რაც თქვენს ვებსაიტს საძიებო სისტემებში უკეთეს პოზიციებზე აწევს.

როდის არის საჭირო მომხმარებელზე მორგებული ტექსტების შექმნა?

ქოფირაითინგი საჭიროა ნებისმიერ დროს, როცა გსურთ ბრენდის შესახებ სწორი გზავნილი მიაწოდოთ აუდიტორიას. იქნება ეს ვებსაიტის კონტენტი, რეგულარული სოციალური მედიის პოსტები თუ სარეკლამო კამპანიის ტექსტური მასალა — ყველა შემთხვევაში სწორად ნათქვამი სიტყვა წარმატების წინაპირობაა.

ნებისმიერი მარკეტინგული ტექსტის შექმნას თქვენი მიზნობრიობიდან გამომდინარე – სოციალური მედიის პოსტების აღწერები, ვიდეოების სცენარები, კამპანიები, პრეზენტაციების ტექსტები, ვებსაიტის/აპლიკაციის ტექსტები, SEO ბლოგები და ა.შ

ინდივიდუალურია, დამოკიდებულია სერვისის ტიპსა და პროექტის მასშტაბზე