წარმატებული ბრენდი დგას ძლიერი იდენტობაზე, რომელიც ბრენდბუქში დეტალურადაა გაწერილი და მკაფიოდ დოკუმენტირებული. სწორედ ბრენდის იდენტობა ქმნის მყარ კავშირს მომხმარებლებთან და აძლიერებს ნდობას ბაზარზე.
რა არის ბრენდის იდენტობა, ბრენდინგი და ბრენდბუქი
ბრენდის იდენტობა არის პასუხი კითხვაზე, თუ ვინ ხართ თქვენ, როგორ გსურთ რომ თქვენს ბრენდს აღიქვამდნენ და რა ღირებულებებს ატარებთ. იდენტობა მოიცავს როგორც გარე, ისე შიდა ელემენტებს: სახელი, ლოგო, ფერთა პალიტრა, ტიპოგრაფია, კომუნიკაციის ტონი და სხვა დეტალები. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ბრენდი იყოს ერთიანი და თანმიმდევრული, რათა მომხმარებელმა მარტივად ამოიცნოს და დაიმახსოვროს იგი.
ბრენდინგი კი არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც იქმნება და მტკიცდება ეს იდენტობა. სტრატეგიის, დიზაინისა და კომუნიკაციის ნაბიჯების ერთობლიობაა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თქვენი ბრენდი ბაზარზე სწორად იყოს წარმოდგენილი.
ბრენდბუქი არის დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს ბრენდის იდენტობას: როგორ და სად უნდა გამოიყენოთ ლოგო, ფერები, ტიპოგრაფია, რა ტონი უნდა ჰქონდეს კომუნიკაციას და ა.შ. მისი მთავარი მიზანია, რომ შეხების ყველა წერტილზე ბრენდი ერთნაირად და თანმიმდევრულად იყოს წარმოდგენილი.
საბოლოოდ, ბრენდინგი და ბრენდბუქი მარკეტინგული წარმატების განუყოფელი ნაწილია, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ბრენდის ერთიან, გამორჩეულ და სანდო პოზიციონირებას.
ბრენდის ღირებულებები და ბრენდბუქის შექმნა
ბრენდის სტრატეგიის საფუძველი ღირებულებებია. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: “რატომ არსებობს ჩემი ბრენდი?”, “რას ვიცავ?” და “რა პრობლემას მოვუგვარებ მომხმარებელს?” როდესაც მკაფიოდ განსაზღვრავთ მისიასა და ღირებულებებს, ისინი გზამკვლევად იქცევა ბრენდის სხვა ყველა ელემენტისთვის.
მაგალითად, თუ თქვენი მთავარი ღირებულებაა “პარტნიორობა მომხმარებელთან”, მაშინ ეს უნდა აისახოს დიზაინში, ტექსტებში და კომუნიკაციაში. ყველაფერი უნდა იყოს მეგობრული და ხელმისაწვდომი. ბრენდბუქში ღირებულებები მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება; მათ ხშირად თან ახლავს მოკლე ნარატივი და ვიზუალური ინტერპრეტაცია, რათა თითოეულ მასალაში იგრძნობოდეს ბრენდის ხასიათი.
ბრენდბუქის შექმნისას მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელთან ყველა შესაძლო გადაკვეთის წერტილი გაითვალისწინოთ, ვებგვერდი, სოციალური მედია, შეფუთვა, ფოტო, ვიდეო და სხვა. უნდა გაწეროთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ბრენდის იდენტობა ყველა ციფრულ და ანალოგურ სივრცეში.
ბრენდის იდენტობის გაწერა: ლოგო და ვიზუალური ელემენტები
ლოგო უმეტესად პირველი ელემენტია, რომელსაც მომხმარებელი ხედავს და იმახსოვრებს. კარგი ლოგო მარტივი და დასამახსოვრებელია, რომელსაც მრავალფეროვან ფორმატში იყენებთ. ხშირად ლოგო აერთიანებს სიმბოლოსა და სიტყვას, რაც კიდევ უფრო ამყარებს ბრენდის იდენტობას.
ფერები და ფორმები გადმოსცემენ ბრენდის ემოციასა და ხასიათს. მაგალითად, წრეები ასოცირდება მეგობრულობასთან, კვადრატები კი სტაბილურობასთან. ხშირად სწორედ ფერები და ფორმები ხდება ბრენდის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რომელიც მომხმარებელს ლოგოს გარეშეც კი ახსენებს ბრენდს.
შრიფტები და “აიქონები” უზრუნველყოფს ტექსტის სტილისტურ ერთიანობას. შეარჩიეთ ერთი ან ორი ძირითადი შრიფტი და დააწესეთ ფონტ-fallback სისტემა, რათა დიზაინი იყოს წაკითხვადი და ტექნიკურად თავსებადი ყველა პლატფორმაზე. “აიქონები” კი უნდა იყოს მარტივი, მკაფიო და თანაბრად ეფექტური როგორც ციფრულ, ისე ბეჭდურ მასალაში.
კომუნიკაციის სტილი და ტონი ბრენდინგში
ბრენდის ხმა ან სალაპრაკო ტონი განსაზღვრავს, როგორ ესაუბრებით აუდიტორიას. ბრენდის ხმის შერჩევა დამოკიდებულია ბრენდის ტიპზე: ტონი შეიძლება იყოს მეგობრული, პროფესიული, მხიარული ან სერიოზული. კომპანიები უმეტესად რამდენიმე სიტყვას ირჩევენ, რომელიც აღწერს მათ ხასიათს, მაგალითად: მხიარული, სანდო, ენერგიული, გულთბილი.
სხვადასხვა არხზე ტონი შეიძლება ოდნავ განსხვავებული იყოს, თუმცა მთავარი ხასიათი უცვლელი უნდა დარჩეს. მაგალითად, Burger King-ის ბრენდბუქში სალაპარაკო ტონი განსაზღრულია, როგორც “ენთუზიასტ, თავაჯერებულ, მეგობრულ, იუმორით აღსავსე და მიმზიდველ ხმად” და ეს ტონი ყველა კომუნიკაციაში იგრძნობა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სტილისტური კონსისტენტობაც. ტექსტში, იქნება ეს ბლოგი, პოსტი თუ პროდუქტის აღწერა, უნდა გამოიყენოთ მსგავსი სიტყვები, სტრუქტურა და წინადადების წყობა. ეს ქმნის ერთიანობის განცდას და მომხმარებლისთვის ბრენდის აღქმას აძლიერებს.
რაქტიკული მაგალითები წარმატებული ბრენდებიდან
Coca-Cola
წითელი ლოგო, კლასიკური შრიფტი და უნიკალური ბოთლის ფორმა ქმნის ერთიან იდენტობას. მთავარი ელემენტებია: წითელი ფერი და ენერგიული შრიფტი, რაც ასოცირდება სიამოვნებასა და სიხარულთან.
Burger King
მათ ბრენდბუქში მკაცრადაა განსაზღვრული ვიზუალური სტილი: “დიდი და თამამი” დიზაინი, გაბედული კონტენტი და იუმორით გაჯერებული ტონი.
მისი ლოგო ყვითელ-ლურჯ ფერებშია და გვანიშნებს, რომ შვედური ბრენდია. მთავარი ღირებულებაა “დიზაინი ყველასთვის”, რაც აისახება როგორც პროდუქციაში, ისე მაღაზიების ინტერიერსა და კატალოგებში.
Asana
მინიმალისტური ვიზუალი, შთამბეჭდავი ცარიელი სივრცეები და მარტივი ფერები. ლოგოს სამი წერტილი გუნდურობასა და ბალანსს გამოხატავს, ხოლო კომუნიკაციის ტონი სიმშვიდეს.
Rothy’s
გარემოზე პასუხისმგებლობა, ნაჭრის გამოყენება და მოდერნიზებული ვიზუალი. მათი იდენტობა არა მხოლოდ ვიზუალში, არამედ პროდუქტსა და მომხმარებელთან ურთიერთობაშიც იგრძნობა.
ამ მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ ბრენდის იდენტობა ბევრად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ ლოგო. ის ქმნის მთლიანობას, რომელსაც მომხმარებელი განიცდის როგორც ვიზუალურად, ისე ემოციურად.
დასკვნა
ბრენდის იდენტობა ქმნის მყარ კავშირებს მომხმარებლებთან და ზრდის ნდობას. ლოგო, ფერები, ფორმები და ტიპოგრაფია – ეს ყველაფერი ბრენდის ხასიათის ვიზუალური მეტაფორაა.
ბრენდბუქის შექმნა აუცილებელია იმისთვის, რომ ყველა გუნდმა და პარტნიორმა ერთნაირად გამოიყენოს ეს ელემენტები. ბრენდინგი და ბრენდის სტრატეგია უნდა ვითარდებოდეს ერთად ღირებულებებით, ტონით და ვიზუალით.
წარმატება კი იმაშია, რამდენად თანმიმდევრულად და სტრატეგიულად ფუნქციონირებს ბრენდი შეხების ყველა წერტილში – ონლაინ თუ ოფლაინ, დიზაინში თუ ტექსტში.
დაიწყე ბრენდინგი და შექმენი პროფესიონალური ბრენდბუქი LinkUp-თან ერთად