Google-ის პოზიციების გაუმჯობესება: SEO vs SEM

სარჩევი

Google-ის პოზიციების გაუმჯობესება: SEO vs SEM

დაფიქრებულხარ, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ შენი კომპანია გუგლში ჩანდეს და მოწინავე პოზიციას იკავებდეს?

 

სოციალური მედია ცნობადობის გაზრდაში გვეხმარება, მაგრამ თუკი გუგლში არ ჩანხარ, მომხმარებლები არ გენდობიან. ეს იმიტომ, რომ სწორედ აქ ეძებენ პასუხებს, სერვისებსა და პროდუქტებს.


ამ სტატიაში გაგიზიარებ, როგორ შეგიძლია შენი ბიზნესის პოზიციების გაუმჯობესება გუგლში და რომელი მეთოდები დაგეხმარება ამ მიზნის მიღწევაში – SEO vs SEM?

რა არის SEO და SEM?

მოდით, ჯერ გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს ორი ტერმინი.

 

SEO ოპტიმიზაცია არის პროცესი, რომლის მიზანიცაა შენი ვებსაიტის ორგანული (უფასო) ხილვადობის გაზრდა გუგლის ძიების შედეგებში. ეს მოიცავს ტექნიკურ გაუმჯობესებებს, კონტენტის ოპტიმიზაციას და ბმულების აგებას, რათა საძიებო სისტემები საიტს უფრო რელევანტურად და ავტორიტეტულად აღიქვამდნენ კონკრეტული საკვანძო სიტყვებისთვის.

 

SEM – ანუ ძიების სისტემების მარკეტინგი – გულისხმობს ფასიანი რეკლამის გამოყენებას, რათა შენი ვებსაიტი ძიების შედეგების სპონსორირებულ განყოფილებაში გამოჩნდეს. Google Ads-ის საშუალებით თითოეულ დაჭერაზე (PPC) იხდი და იღებ მყისიერ ხილვადობას კონკრეტული საკვანძო სიტყვებისთვის.

 

ორივე მიდგომა მიზნად ისახავს გუგლში პოზიციების გაუმჯობესებას, თუმცა ამას განსხვავებული გზებით და დროის სხვადასხვა მონაკვეთით აკეთებს.

SEO და SEM-ის ძირითადი განსხვავებები

გადავიდეთ მთავარ განსხვავებებზე:


  • სად გამოჩნდები?

 

SEO-ს შემთხვევაში შენი საიტი ჩნდება ორგანულ შედეგებში, SEM-ის გამოყენებით კი – სპონსორირებულ განყოფილებაში, რომელიც აღნიშნულია რეკლამის ეტიკეტით. ორგანული შედეგები განლაგებულია რეკლამების ქვემოთ.


  • დროის ფაქტორი

 

SEO ოპტიმიზაცია არის გრძელვადიანი ინვესტიცია.  შედეგები შეიძლება 3-6 თვეში გამოჩნდეს, ხოლო სტაბილური პოზიციების მოპოვებას 6-12 თვე დასჭირდება. SEM კი უზრუნველყოფს მყისიერ შედეგებს: კამპანიის გაშვებიდან რამდენიმე საათში უკვე იწყებ ტრაფიკის მიღებას.


  • მდგრადობა

 

SEO-ს მთავარი უპირატესობა მისი მდგრადობაა. შექმნილი კონტენტი და მიღებული ბმულები გრძელვადიანი აქტივებია, რომლებიც ტრაფიკს მოგიტანენ მაშინაც კი, როცა ხარჯებს შეამცირებ. SEM-ის შემთხვევაში კი ტრაფიკი წყდება, როგორც კი ბიუჯეტს შეწყვეტ.


  • კონტროლის დონე

 

SEM გაძლევს სრულ კონტროლს – შეგიძლია სწრაფად შეცვალო საკვანძო სიტყვები, აუდიტორია, ბიუჯეტი და რეკლამის ტექსტი. SEO-ს შემთხვევაში ცვლილებების დანახვას მეტი დრო სჭირდება.

ხარჯები და შედეგები: რა უნდა იცოდე?

 

SEO-ს ხარჯები და ROI

 

SEO ინვესტიციას პროფესიონალურ სერვისებში, კონტენტის შექმნასა და ტექნიკურ გაუმჯობესებებში მოითხოვს. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გრძელვადიან პერიოდში თითოეული ვიზიტორი გაცილებით იაფი ჯდება. დროთა განმავლობაში ორგანული ტრაფიკი ყველაზე ხელმისაწვდომი და სტაბილური წყაროა.

 

SEM-ის ხარჯები და ROI

 

SEM-ის შემთხვევაში ყოველდღიურად იხარჯება ბიუჯეტი და ხარჯი დამოკიდებულია ინდუსტრიის კონკურენციაზე. ღირებულება თითოეულ დაჭერაზე (CPC) შეიძლება მერყეობდეს 0.50-დან 50 დოლარამდე და მეტიც. მაგალითად, იურიდიული ან სადაზღვევო სერვისებისთვის თვიური ბიუჯეტი ხშირად ასობით დოლარს აღწევს.

 

გაანგარიშების მოდელი

 

SEO-ს შემთხვევაში ROI დროთა განმავლობაში იზრდება – პირველი წლის შედეგები შეიძლება საშუალო იყოს, მაგრამ მეორე და მესამე წელს ორგანული ტრაფიკი  იმავე ინვესტიციით 3-5-ჯერაც კი გაიზრდება. SEM წინასწარ განსაზღვრულ და პროგნოზირებად ROI-სგაძლევს , რაც გეხმარება იმაში, რომ ზუსტად დაგეგმო ბიუჯეტი.

რომელი სტრატეგია უნდა აირჩიო?

როდის უნდა აირჩიო SEO?

თუ გსურს გრძელვადიანი შედეგების მიღება და მზად ხარ მოთმინებისთვის; გინდა, რომ ტრაფიკის წყარო იყოს მდგრადი და არ იყოს დამოკიდებული ყოველდღიურ ხარჯებზე; შენი ინდუსტრია იძლევა შესაძლებლობას შექმნა ღირებული კონტენტი და მოიპოვო ავტორიტეტი; ან თუ გაქვს შეზღუდული ბიუჯეტი გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ – SEO ოპტიმიზაცია შენთვისაა.

 

როდის უნდა აირჩიო SEM?

 

თუ გჭირდება მყისიერი შედეგები (მაგალითად, სეზონური კამპანიისთვის); ხარ ძალიან კონკურენტულ ბაზარზე, სადაც ორგანული პოზიციების მოპოვება რთულია; გსურს კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების სწრაფი ტესტირება; ან გაქვს საკმარისი ბიუჯეტი სტაბილური კამპანიებისთვის – SEM საუკეთესო არჩევანია.

 

როდის უნდა გამოიყენო ორივე?

თუ გინდა მაქსიმალური ხილვადობა ძიების შედეგებში და გჭირდება როგორც სწრაფი შედეგები, ასევე გრძელვადიანი ზრდა, მაშინ, ჰიბრიდული მიდგომა იდეალურია.

ჰიბრიდული სტრატეგიის მაგალითები

ციფრული ვაჭრობის ვებ-გვერდები

წარმოიდგინე, რომ ახალი ონლაინ მაღაზია ხარ. ყველაზე მომგებიანი პროდუქტების დარეკლამებას SEM კამპანიით იწყებ, რათა სწრაფად გააუმჯობესო გაყიდვები. პარალელურად, იწყებ SEO ოპტიმიზაციას: ქმნი პროდუქტის დეტალურ აღწერებს, კატეგორიების გვერდებს და ბლოგ-კონტენტს. 

 

6 თვის შემდეგ, როცა ორგანული ტრაფიკი იზრდება, ნელ-ნელა ამცირებ SEM ბიუჯეტს იმ საკვანძო სიტყვებისთვის, სადაც უკვე გაქვს ორგანული პოზიციები.

 

სეზონური ბიზნესი

თუ ტურისტული კომპანია ხარ, შეგიძლია მთელი წლის განმავლობაში ააგო SEO სტრატეგი და შექმნა კონტენტი. 

 

სეზონის დაწყებამდე 1-2 თვით ადრე დაამატო SEM კამპანია, რათა პიკის პერიოდში მაქსიმალურად გაზარდო ხილვადობა. სეზონის დასრულების შემდეგ SEM-ს აჩერებ, მაგრამ ორგანული ტრაფიკი მაინც განაგრძობს მომხმარებლების მოზიდვას.

 

B2B სერვისები

 

B2B კომპანიებისთვის ეფექტიანია  SEO-ზე ფოკუსირება – ქმნი ექსპერტულ კონტენტს და ამაღლებ ინდუსტრიის ავტორიტეტს. SEM-ს კი მხოლოდ კონკრეტული, მაღალი კონვერსიის საკვანძო სიტყვებისთვის (მაგალითად, “იურიდიული კონსულტაცია თბილისი”) იყენებ.

SEO და SEM-ის სინერგია: რატომ მუშაობს ერთად?

ორივე მიდგომის ერთდროულად გამოყენებას აქვს მნიშვნელოვანი სარგებელი.

 

SEM კამპანიები მცირე დროში  გაჩვენებს, რომელი საკვანძო სიტყვები მუშაობს საუკეთესოდ,  ამ ინფორმაციას იყენებ SEO სტრატეგიის დასაზუსტებლად და ქმნი კონტენტს იმ თემებზე, რომლებმაც ფასიან რეკლამაში მაღალი ROI აჩვენა.

 

როცა შენი საიტი ჩნდება როგორც ორგანულ, ისე ფასიან განყოფილებაში, მნიშვნელოვნად იზრდება ბმულზე გადასვლის ალბათობა. ორივე არხის გამოყენება აძლიერებს ბრენდის სანდოობასა და ავტორიტეტს.  მომხმარებლები შენს კომპანიას რამდენჯერმე ხედავენ, რაც ზრდის ცნობადობას და ნდობას.

დასკვნა: როგორ უნდა მიიღო სწორი გადაწყვეტილება?

იდეალურ შემთხვევაში, წარმატებული ციფრული მარკეტინგის სტრატეგია აერთიანებს ორივე მიდგომას: SEM გაძლევს სწრაფ შედეგებს, ხოლო SEO აგებს ფუნდამენტს, რომელიც წლების განმავლობაში განაგრძობს ტრაფიკის გენერირებას.

 

დაიწყე იქიდან, სადაც ხარ: თუ გჭირდება ციფრული რეკლამა, საიდანაც მყისიერ შედეგებს მიიღებ და საკმარისი ბიუჯეტი გაქვს, დაიწყე SEM-ით. პარალელურად, ინვესტიცია გაუკეთე SEO-ს, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში შეამცირო დამოკიდებულება ფასიან რეკლამაზე. 

 

შენი სტრატეგია უნდა იცვლებოდეს ბიზნესის, ბაზრისა და კონკურენციის შესაბამისად.